მომღერალი მანანა თოდაძე, ყოველთვის საოცარ ფორმაშია. ის არა მხოლოდ სცენაზე, არამედ მის მიღმაც მუდამ ბრწყინავს. ის ჟურნალ „თბილისელებთან“ განვლილი ცხოვრების გაჭირვებაზე და სირთულეებზე ალაპარაკდა.
„თუ ადამიანმა გაჭირვება და სირთულეები არ გამოიარე, ვერასოდეს დააფასებ კარგ მდგომარეობას. ჩვენ, ყველანი, გამოცდის წინაშე ვდგავართ. როდესაც რთული სიტუაციაა, უფალი სწორედ მაშინ გვცდის, რომელ გზას დავადგებით – გაბრაზების, თუ პატიების გზას. ყველაზე კარგი რამაა პატიება. ადრე ძალიან განვიცდიდი, როცა უდანაშაულოდ გულს მტკენდნენ, ტყუილსა და ჭორს მიგონებდნენ. ვიჯექი და ვტიროდი, ღამეებს ვათენებდი ნერვიულობაში. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს გონებაში თითქოს გამონათება მოხდა და მივხვდი ერთ რამეს, ვინც მაწყენინა, ვინც მითხრა ცუდი, იმან ინერვიულოს. მე რატომ უნდა ვინერვიულო? მე ხომ არ მიწყენინებია? ასე თუ მიუდგები ცხოვრებას, უფრო გაგვიადვილდება ტკივილის გადატანა.
მე ძალიან მიხარია სიცოცხლე და ცხოვრება. ყოველ დილით მადლობას ვწირავ უფალს იმის გამო, რომ ჯანმრთელი და ცოცხალი ვარ. ამასთან ერთად, მიყვარს საკუთარი თავი. ქალმა საკუთარ თავს ნებისმიერ ასაკში უნდა მოუაროს. არ უნდა თქვა: იცი, რა დროს ჩემი ესაა... ყოველთვის არის ყველაფრის დრო. ვიდრე ცოცხალი ხარ, უფლება გაქვს, იყო ბედნიერი“, - ამბობს მანანა თოდაძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: