Digest Logo

„უამრავი ჭორი გავრცელდა...“ - რას ჰყვება ნინი ბადურაშვილი „პრაიმშოუდან“ წამოსვლაზე?

1741362874
ნინი ბადურაშვილი

მომღერალი ნინი ბადურაშვილი რადიო ფორტუნას გადაცემაში „არტ ფმ“ ისაუბრა „პრაიმშოუდან“ წამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებზე და როგორც იგი აღნიშნავს ყველასთან ძველებურად მეგობრობს.

„რვა წელი ვიმუშავე ამ პროექტში და უზარმაზარი ცოდნა შევიძინე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. მართალია, უამრავი ჭორი გავრცელდა, თითქოს ვიღაცას ვეჩხუბე, მაგრამ სინამდვილეში, ყველასთან ძველებურად ვმეგობრობ. უბრალოდ, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ტელევიზიას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, ვიდრე მუსიკას. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დასაწყისი, დასასრული აქვს და მეც ამოვწურე საკუთარი შესაძლებლობები ამ გადაცემაში...“, - ამბობს ნინი ბადურაშვილი.

ცნობისთვის, ნინი ბადურაშვილს ეკო ფანგანმა ჩაანაცვლა, გადაცემის წამყვანებად კი დარჩნენ ნინო ნადირაძე, ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე და ირაკლი მაქაცარია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გაინტერესებს გიღალატებს თუ არა მამაკაცი?“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

⭕საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

🎥 შორენა ბეგაშვილი თბილისის ქუჩებში საყვარელ კაცთან ერთად სეირნობს