Digest Logo

🎥 „უკრაინის ბაზარზე შესვლიდან 2 წელიწადში ჩემი და ანუკას გზები გაიყარა, შედეგად კიდევ უფრო მეტად პოპულარული გავხდი“ - ბიჭოლა ანუკი არეშიძესთან საქმიანი ურთიერთობის წლებზე

1700118996
ბიჭოლაბიჭოლა

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა და ე.წ. „ბალიშების“ კოლექციის შემქმნელმა „ბიჭოლამ“ უკვე წლებია საქართველო დატოვა. მან მოღვაწეობა უკრაინაში განაგრძო, თუმცა პერიოდულად სხვადასხვა ქალაქებსაც სტუმრობს. ბიჭოლამ უცხოური მოდის ინდუსტრიაში წარმატებით გადაინაცვლა და იქ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

წლების წინ მოდელი ანუკი არეშიძე დიზაინერ „ბიჭოლას“ პარტნიორი იყო.

მათ საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა უკრაინაში, თუმცა მოგვიანებით ორი დიზაინერის გზები გაიყარა.

ამის შესახებ „ბიჭოლამ“ გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ საუბრობს: 

„პირველი ტრამპლინი იყო კიევში ანუკისთან ერთად. გადავწყვიტეთ გვეცადა კიევიდან და არა მილანიდან და ამ ქალაქიდან დაგვეწყო ჩვენი ბრენდის გაკეთება. საკმაოდ წარმატებულად შევედით უკრაინის ბაზარზე, მაგრამ 2 წელიწადში ჩემი და ანუკას გზები გაიყარა. არ მქონდა იმის მომენტი, მეფიქრა, რომ მე აქ უნდა დავბრუნებულიყავი. დავრჩი უკრაინაში. იყო რა თქმა უნდა, დაშლის დროს მომენტები, რომელიც ჩემთვის  მტკივნეული იყო, მაგრამ დიდ სურათში კარგად ვხედავ და აგიხსნი, რატომ. ჩემ ცხოვრებაში ხდება პარტნიორების მოსვლა და წასვლა ძალიან დროულად. რაც ჩვენი გზები გაიყო, ერთი წლის განმავლობაში კარიერულად ნაბიჯები წინ გადავდგი. კიდევ უფრო მეტად პოპულარული გავხდი“, – იხსენებს ბიჭოლა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 20 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

🔵 „ჩემმა შეყვარებულმა თეონამ მე „შავი ბიჭები” მომწონსო. ვიფიქრე, რომ „შავში” დაუბანლობას გულისხმობდა...“ - რა გააკეთა გიორგი კეკელიძემ პირველი შეყვარებულის გულის მოსაგებად?

🔵 „მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის...“ - ლელა წურწუმიას შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს