ბავშვობის მეგობრები მაია ჯაბუა და ეკა კახიანი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრები იყვნენ. მომღერლებმა 55 წლიან მეგობრობაზე და იმ ისტორიებზე ისაუბრეს, რაც ამ ხნის განმავლობაში გადახდათ თავს
„მზიური“ იყო ჩვენს ცხოვრებაში და მას მერე ხელჩაკიდებულები მოვდივართ მთელი ცხოვრება. ჩვენ ვართ 55 წლის მეგობრები… სხვადასხვა ჯგუფში კი ვმღეროდით, მაგრამ ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. მე მყავდა ჩემთვის გამორჩეული ეკა… სასახლეში ყველას ეკეთა დიდი ბაფთა, დიდი კაბები ეცვათ… ეს არ მომწონდა. ეკას ხასიათი მომეწონა და ჩემთან მსგავსება დავიჭირე. მივედი გაკვეთილზე, აღმოჩნდა კონცერტი. მე არ მეცვა საკონცერტო კაბა. რომ გამოვიდა კულისებში ეკა, უთხრეს, მაიას ათხოვებ კაბასო? გაიხადა და მათხოვა… თუ სადმე ცალ-ცალკე მივდივართ, სულ ერთმანეთზე გვეკითხებიან - ეკა სად არის? ან მაია სად არის? უპირობოდ მჯერა მისი, ერთგულება ეს არის ყველაზე დიდი საყრდენი“, - ამბობს მაია ჯაბუა.
„ძალიან მომწონს მაია, როგორც მომღერალი, როგორც დათო ევგენიძემ თქვა "ზეციური ხმა არის", ძალიან მომწონს მაიას იუმორი, ძალიან მშვიდად ისეთ რაღაცებს ჰყვება, რომ ეს არის ერთი სიამოვნება და მესამე კი მისის გონიერება მხიბლავს. მე მაიას მეოთხე და ვარ, მაიას უფროსი და სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი. მაშინ, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, ჩემი ძმის გარდაცვალება რომ გავიგე, პირველი მივედი მაიასთან, ყველა სიხარულისა თუ მწუხარებისას მაიასთან მივდივარ“, - ამბობს ეკა კახიანი.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
„საოცრად გემოვნებიანია ეს ქალბატონი“ - რა კადრებს გვიზიარებს ნინო ნადირაძე
⭕საქართველო Kanye West-ის კონცერტის მოლოდინშია - ცოტა რამ, ამერიკელი რეპერის ცხოვრებაზე