Digest Logo

🎥 „ვარ ამაყი ჩემი მიღწევებით, რადგან რთულია აეწყო ერთ პროფესიაში და შემდეგ მეორეც დაძრა“ - თათა გიორგობიანი კარიერაზე

1742823440
თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, მომღერალი მშვენიერი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ცხოვრებისეულ მოვლენებს და სიახლეებს პერიოდულად უზიარებს. ამასთან იგი ფსიქოლოგიას ეუფლება და გამომწერებს სხვადასხვა საკითხზე რეკომენდაციებსაც აძლევს.

ამჯერად თათა გადაცემაში „დიდი ქვიზი“ იყო სტუმრად, სადაც ცოლქმრული ურთიერთობების და ფსიქოლოგიის შესახებ საუბრობდა. 

„იდეალური წყვილები არსებობენ, უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ერთ ადგილას გაიჩხირება და შეწყვეტს პიროვნულ ზრდას, აღარ იქნება საინტერესო. ამიტომ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია იზრდებოდეს ორივე პარტნიორი და ამით იყვნენ თავიანთი თავისთვისაც და ერთმანეთისთვისაც საინტერესოები. 

რაც შეეხება იდეალურ მეუღლეს, მან ქალად უნდა გაგრძნობინოს თავი, ჩემთვის კი ეს უპირველეს ყოვლისა არის პატივისცემა, ყურადღება და პასუხისმგებლობა“, - ამბობს თათა გიორგობიანი. 

მან ასევე გადაცემაში მის კარიერაზეც ისაუბრა. 

„ვარ ფსიქოლოგიის მაგისტრი და ვაგრძელებ სწავლას ფსიქოთერაპევტის მიმართულებით ევროპული ხარისხის მქონე უნივერსიტეტში. ვარ ამაყი ჩემი მიღწევებით, რადგან რთულია აეწყო ერთ პროფესიაში და შემდეგ მეორეც დაძრა. 

ჩემთვის ჩემი ორივე პროფესია საინტერესოა, რადგან ორივე ემსახურება ადამიანების ბედნიერებას, მე მასში ერთ საერთო კვეთა დავინახე“, - ამბობს თათა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვს შენიშვნას ვერ მისცემ სიყვარულით“ - რა ტრავმებს იწვევს შვილის სხვასთან შედარება მშობლის მიერ? ფსიქოლოგის რჩევები

⭕ გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა