ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, მოდელისა და ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ინტერესი ბოლო წლებია გაზრდილია. უფრო სწორად კი, ინტერესი ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაიზარდა, რაც მათ დაშორებას მოჰყვა.
ამჯერად ნეკას ქართველი მაყურებელი ერთ-ერთ ქართულ სერიალშიც ხედავს, როგორც ჩანს მან სამსახიობო კარიერასაც მიჰყო ხელი. ამასთან ნეკას თქმით, მისი პირველი მუსიკალური ალბომიც მალე გამოვა.
მას შემდეგ, რაც ნეკა დოროყაშვილი მეუღლეს, ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაშორდა, იმიჯი და ცხოვრების სტილი მკვეთრად შეიცვალა. იგი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს თამამ ფოტოებს.
ამჯერად მან „ინსტაგრამის“ გამომწერების შეკითხვებს უპასუხა.
„ნიკასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ“, - კითხვა ეს არის კითხვა, რაზეც მოდელი გაღიზიანდა და შემდეგი პასუხი გასცა:
„და თქვენ უფრო სირები ხართ, ვინ მაგის ბურთის ავტოგრაფს დღემდე დასდევთ და ვინც კიდევ ნიკასთან მასოცირებთ. თქვენი ოჯახები მო*ტყან მე“,- უპასუხა მან გამომწერს.
რაც შეეხება ინტერესს, არის თუ არა მის გვერდით ახალი მამაკაცი, აღნიშნულ საკითხზე მოდელმა „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ისაუბრა.
„მე დღეს ვარ მარტო, მარტო ჩემ თავთან და ვარ სრულიად ბედნიერი. კარგი რეაბილიტაცია მჭირდება ყოველივე ამის შემდეგ. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ახლა ნეკა დოროყაშვილი არის ბედნიერი. არადა, ძალიან ბევრი წელი ვიყავი უბედური, ბედნიერება საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ“, - ამბობს ნეკა.