გიორგი ნაზღაიძის ცხოვრებაში დიდი სიახლეებია – მან ვაკეში ბინა იყიდა და შეყვარებულია. ასევე გაიკეთა თვალის თიაქრის და ცხვირის ოპერაციები და ახლა თვალების ოპერაციისთვის ემზადება, რათა მხედველობა გაიუმჯობესოს და ამის შესახებ „სარკეს“ ესაუბრა.
„რამდენიმე დღეა, გავიკეთე თვალის თიაქრის ოპერაცია. ბევრი წელია, მინდოდა თვალის ქვემოთ არსებული ბალიშების, წ.ე. დაღლილი თვალების ეფექტის მოშორება. ტელევიზიაში როცა მუშაობ, ასეთი დეტალები ძალიან ცუდად ჩანს. არც მე მომწონდა და ყოველთვის, როცა სარკეში ვიყურებოდი, დისკომფორტს მიქმნიდა.
რაც შეეხება ცხვირს, დეფორმაცია ჰქონდა ბოლო წლებში მიღებული და ესეც გავისწორე“ - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.
მართალია, რომ ახალი ბინა იყიდეთ?
კი. „პრაიმ ჰაუსში“ მოგებული ბინა გავყიდე, ფული დავამატე და ვიყიდე სხვა ბინა, რომლის რემონტის პროცესში ვარ. პატარა ბინაა ვაკეში. ვიცი, ამაზეც დაიწყებენ ლაპარაკს, მაგრამ მინდოდა, ისეთ უბანში მეყიდა, სადაც ყველა ჩემი მეგობარი ცხოვრობს. მთავარი მოთხოვნა მქონდა, რომ ბინა ყოფილიყო ძველ კორპუსში. ჩემი საქმიანობის დიდი ნაწილი ვაკეს მოიცავს, სამეგობროც აქ მყავს და ამიტომ ავირჩიე ეს უბანი. ამასთანავე, აღარ მინდა, დრო დავკარგო მანქანის ტარებაში. ისეთი საცხოვრებელი ადგილი მინდოდა, სადაც შევძლებდი ფეხით მოძრაობას…
ცნობილი გახდა, რომ შეყვარებული ხართ… ახალ სახლში იქნება თქვენი დიასახლისიც?
კი, ყველაფერი ასეა, მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნამდვილად ვარ შეყვარებული…
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ
წყარო: fortuna.ge