მომღერალი მერაბ სეფაშვილი გამოჯანმრთელდა. ის კლინიკიდან გაწერეს და ახლა აბასთუმანში ისვენებს. სეფაშვილი აბასთუმნიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც გულშემატკივარსა და ექიმებს მადლობას უხდის. ამასთან მომღერალი დაგეგმილი ტურნეს გაგრძელებასაც აანონსებს.
„მინდა, მადლობა გითხრათ, იმდენი მოკითხვა, სასიყვარულო სიტყვები იყო, არ გამომივიდოდა მადლობა, რომ არ მეთქვა. კარგად ვარ, გამოვჯანმრთელდი, მადლობა ლევან რატიანს, ექიმებს, მის გუნდს. მადლობა ღმერთს, რომ მოვედი ჯანზე, კარგად ვიქნები, გავაგრძელებთ ტურნეს, ბათუმში დაიწყება კონცერტები. ვიცოდი, რომ გიყვარდით, მაგრამ ასე თუ გიყვარდით არ ვიცოდი”, – ამბობს მომღერალი.
აგრეთვე წაიკითხეთ: