Digest Logo

🎥 „ვტკბები ყველა წუთით, რასაც ბავშვი მაძლევს“: დედობა 40+ ასაკში - მაკა კვიციანის გულწრფელი ინტერვიუ Beauty Talks-ის ახალ ეპიზოდში

1794307708
მაკა კვიციანი

საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, დიზაინერი და ბიზნესლედი მაკა კვიციანი Beauty Talks-ის ახალ ეპიზოდში დედობის, 40 წლის ასაკში გაჩენილი შვილისა და იმ შინაგანი გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომლებსაც ახალგაზრდა დედები ხშირად აწყდებიან.

როგორც კვიციანი აღნიშნავს, 18 და 40 წლის ასაკში დედობისას მიღებული შეგრძნებები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული წამით ტკბება, არ მალავს, რომ მშობიარობის შემდეგ რთული პერიოდი გამოიარა.

„დალაგებული რუტინა გაქვს, ყველაფერი თავისით მიდის და უცებ ეს პატარა ახალი სიცოცხლე. 18 წლის და 40 წლის ასაკში დედობას შორის შეგრძნებები ახლოსაც ვერ მივა ერთმანეთთან, რაც მქონდა მაშინ და მაქვს ახლა. მსიამოვნებს ყველა წუთი, რასაც ბავშვი მაძლევს. როდესაც ბავშვი გავაჩინე, პირველი სამი თვე სარკეში ჩახედვა არ მინდოდა. სოციალური ზეწოლა ძალიან გთრგუნავს, რაღაცა გამომაცალეს თითქოს, დავცარიელდი“, - ამბობს მაკა კვიციანი.

Beauty Talks-ის ახალი ეპიზოდი, სადაც დედობა 40+-ის და პირადი გამოცდილების შესახებ იქნება საუბარი, YouTube-ზე ოთხშაბათს, 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გავა.

ცნობისთვის, მაკა კვიციანის მეუღლე ცნობილი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი გახლავთ. მაკასა და შოთას მრავალწლიანი და მყარი ოჯახი აქვთ, ისინი უკვე წლებია ერთად არიან. წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს, რომელთაგან ყველაზე პატარა ილიკო მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეეძინათ.

✕