Digest Logo

🎥 „ვცდილობ, ისე ჩავიცვა, ამით სათქმელი ვთქვა“ - ლალი მოროშკინა ჩაცმის სტილსა და გემოვნებაზე

1759319494
ლალი მოროშკინა

56 წლის ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, პიარტექნოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც ჩაცმის სტილისა და გემოვნების შესახებ ისაუბრა.

როგორც ლალი ამბობს, ჩაცმას მის ცხოვრებაში დიდი წილი აქვს.

„20 წელი ეკრანზე ვიყავი და ჩაცმას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი. ყველა ადამიანი სხვანაირი აღნაგობის არის და შესაბამისად ჩაცმის სტილი ინდივიდუალურია, ეკრანი ასევე 8-10 კილომდე ამატებს.

მე მაგალითად, მოკლე კაბით არ მივალ საინფორმაციო გადაცემაში და არ ვისაუბრებ პოლიტიკაზე. მე მიყვარს პროვოცირება და ვცდილობ ისე ჩავიცვა, რომ ამით რაღაც სათქმელი ვთქვა. 

არ შემიძლია არ აღვნიშნო ეკატერინე ხვედელიძის დახვეწილი ჩაცმის სტილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

ასაკიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩაცმის დროს, მაგალითად ულამაზოა, როდესაც ასაკოვან ქალს აცვია მოკლე შორტი. ზოგადად შიშველი ფეხი ისეთი თემა... საშინელებაა ასევე ჩემთვის კაცები გადმოყრილი ფეხის თითებით.

ჩემთვის მოდაში ის არის, რაც გიხდება“, - ამბობს ლალი მოროშკინა.

მისი თქმით, მას არ აქვს არც ჩანთების და ტელეფონების ფეტიში.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მდიდრული წვეულებიდან კადრებს აქვეყნებენ - „შესანიშნავი წყვილი“

⭕„რა სწრაფად გადის დრო, დღეს ბაღში მიდის...“ - გივიკო დიდია ძმისშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს