ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან.
დღეს, 24 მარტს, ირაკლი მაქაცარია იუბილარია, იგი 2 შვილის მამა და მესამე ელოდება.
მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, ერთ-ერთი ვინც გამორჩეულად მიულოცა დაბადების დღე, მისი მეუღლეა.
„ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ჩემს გულს და ჩემს სამუდამო ადამიანს. მიყვარხარ, უსასრულოდ.
გაუმარჯოს მას, ვინც რაც არ უნდა ხდებოდეს მაღიმებს და გაუმარჯოს ყველაზე საოცარ მამას“, - წერს ლიზა ჩიჩუა.
ირაკლი მაქაცარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ცნობილი ტელეშოუების აქტიური მონაწილე გახდა. მოგვიანებით ის მაყურებელმა ჟიურის ამპლუაშიც იხილა, ახლა კი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად თოქ-შოუს უძღვება.
ლიზა და ირაკლი 2022 წელს დაქორწინდნენ, წყვილს 2 ბიჭი ჰყავს და მესამე შვილის გოგოს მოლოდინში არიან.




⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის