ციცინო შურღაია, რომლის სახელიც მედიცინის სფეროში მაღალ პროფესიონალიზმთან ასოცირდება, უკვე საქართველოშია და აქტიურ საექიმო მოღვაწეობას აგრძელებს. რუბრიკა „სახლების“ ფარგლებში, მაყურებელს საშუალება მიეცა, დაეთვალიერებინა პლასტიკური ქირურგის გამორჩეული სახლი, რომელიც დახვეწილი გემოვნებითა და სიმყუდროვით გამოირჩევა.
გადაცემის მსვლელობისას ციცინო შურღაიამ არა მხოლოდ თავისი გარემო დაგვათვალიერებინა, არამედ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მის სანახავად და ოპერაციებისთვის საქართველოში უცხოელი პაციენტების ნაკადი არ წყდება.
„სახლი ჩემთვის ყველაფერია, როცა ძალიან დაღლილი ვარ და სახლში მოვდივარ უნდა დავისვენო, ამიტომ ძალიან უნდა მიყვარდეს, რათა დავისვენო. ეს არის ადგილი, სადაც ვისვენებ, ყველა კუთხე და ნივთი ძვირფასია.
სახლში ძალიან დიდ დროს ვატარებ. გართობაში დაკარგული დრო არ მიყვარს და თუ ჭკვიან ადამიანებს უნდა შევხვდე, მაშინ კი მიყვარს გარეთ ყოფნა“, - ამბობს ციცინო შურღაია.
ნახეთ ფოტოები 👇





ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამორჩეული წყვილი“ - კახა კალაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
⭕ექსტრავაგანტურობის ზეიმი Met Gala 2026-ზე: ვინ დაიპყრო წითელი ხალიჩა? - ნახეთ, ფოტოკოლაჟი 📷