
„ჩემი ცხოვრება ლაქშერულიც არის და უბრალოც. საკმაოდ შეძლებული სამეგობრო მყავს, მათთან ერთად დავფრინავ ყველგან, მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებში. ამას ყოველდღიური სახე არ აქვს, თუმცა ხშირია...“ – ამბობს ინფლუენსერი კოკი ფერაზი ფანგანი, რომელიც სოციალურ ქსელში შოუბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად ხშირად ჩანს და მათი უდიდესი სიყვარულითაც სარგებლობს.
„ძალიან ლაღი და კარგი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები საქართველოში არ ცხოვრობდნენ და მათ გარეშე გავიზარდე. ბებოს სითბო და სიყვარული მშობლებისგან შორს ყოფნას მივსებდა. ასევე, მყავდა ძალიან კარგი თანაკლასელები და რამდენიმე დღესაც ჩემი ახლო მეგობარია. ქუთაისის უძველეს უბანში – ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე ვიზრდებოდი, დიდ და ლამაზ ეზოში. ეხლაც ამ სახლში ვცხოვრობ, სადაც ულამაზესი პიონები გვქონდა, ამდენი წლის შემდეგ გაზაფხულზე ისევ ამოდის და საოცარი სურნელი აქვს... ძალიან კარგი მეზობლები მყავს, თუმცა ის ურთიერთობები და ატმოსფერო, რაც ადრე ჩემს ბავშვობაში იყო, აღარ არის. არ ვიცი, ეს შეიძლება, ჩემი დანაშაულიც იყოს (სულ სამსახურში ან საზღვარგარეთ ვარ. რამდენიმე სამსახური მაქვს)... მშობლები, შეძლებისდაგვარად, არაფერს გვაკლებდნენ არც მე და არც ჩემს ძმას, რომელიც ჩემზე 3 წლით უმცროსია. ჩაცმა ბავშვობაშიც მიყვარდა, სულ „მიყიდეთ, მიყიდეთ“ ვიძახდი“, - ამბობს კოკი.
– ძალიან ბავშვურად გამოიყურებით, რამდენი წლის ხართ?
– ყველას 25 წლის ვგონივარ, 35 წლის ვარ. ეს ყველაფერი ჩემთვის ძვირფასი და პროფესიონალი ინექციონისტის, ქალბატონ ინგა შველიძის დამსახურებაა. მაქსიმალურად ვუვლი თავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა უნდა იცოდეთ თუ ექსკურსიაზე წასვლას გეგმავთ?
⭕გაეცანით, თბილისში 26 მაისის აღსანიშნად დაგეგმილ ღონისძიებებს