Digest Logo

„ყველაზე გემოვნებიანი ქალი“ - ანუკი არეშიძის ახალი კადრები პარიზიდან

1783611212
ანუკი არეშიძე

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელებში ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მისი ყოველი ახალი პოსტი და დახვეწილი, ელეგანტური სტილი გამომწერებში ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევს.

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს როგორც ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ მომენტებს, ისე საკუთარ მოდურ ლუქებს. ამჯერად ანუკიმ ახალი კადრები გამოაქვეყნა პარიზიდან, რომლებმაც გამომწერების მხრიდან უამრავი კომპლიმენტი და თბილი შეფასება დაიმსახურა:

„ყველაზე გემოვნებიანი ქალი“,

„ულამაზესი ხარ ანუკი“,

„საოცარი, უხდები ამ ქალაქს“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ანუკიმ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და წარმატებით საქმიანობდა იტალიაში. მოგვიანებით კი, 2013 წელს, თბილისში საკუთარი ბრენდი - Anouki შექმნა, ბრენდს ევროპაში კარგად იცნობენ. დიზაინერი, ქალის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებს და კოსმეტიკას ქმნის.

ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ერთმანეთი 2008 წელს, მილანში გაიცნეს. 2013 წელს იქორწინეს. წყვილს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold)

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ რუმინეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გაბრიელ მურეშანი ტბაში დაიხრჩო

⭕ „ამყარებენ ჰარმონიულ ურთიერთობებს...“ - ზოდიაქოს 4 ქალი-ნიშანი, რომლებიც კაცებს მაგნიტივით იზიდავენ

🎥 „ლამაზი და შხვართი“ - ალექსანდრა პაიჭაძე პიკანტურ კადრებს აქვეყნებს