Digest Logo

„ყველგან ერთნაირად ჩაცმული არ დავდივარ“ - რას ფიქრობს თეონა თავართქილაძე იმიჯსა და პასუხისმგებლობაზე

1777363147
თეონა თავართქილაძე

დიზაინერი თეონა თავართქილაძე პოდკასტს - „ჩვენ“ ესტუმრა, სადაც სილამაზის ინდუსტრიაში საკუთარ გამოცდილებასა და ბიზნესის წარმატების საიდუმლოზე ისაუბრა.

თეონა თავართქილაძის თქმით, თავის მოვლის საშუალებები მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია, ნამდვილი სილამაზე კი უფრო ღრმა ფასეულობებს უკავშირდება.

„როდესაც წლების წინ „ბიუთი ბოქსს“ ვაკეთებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებდი. სილამაზის აღქმაში პროდუქტები იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, როგორც ყოველდღიურ დეტალებში, სილამაზე სიყვარულისა და სიკეთის დონეზე აღქმაა ჩემთვის“, - ამბობს ის.

დიზაინერმა „ბიუთი ბოქსის“ შიდა სამზარეულოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროდუქტების შერჩევისას სეზონურობას, ასაკსა და კანის ტიპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიზაინერი მათაც გამოეხმაურა, ვისაც თავის მოვლისთვის დრო არ ჰყოფნის:

„ზოგი ამბობს, რუტინა „არ შემიძლიაო“, „დრო არ მაქვსო“ როგორ შეიძლება, 5 წუთი ვერ დაუთმო საკუთარ თავს? მე პირადად, ამ დილით მანქანაში წავისვი მზის დამცავი. ადრე, მზის დამცავიც კი არ ვიცოდით, რომ არსებობდა. მე საკმაოდ გვიან, 24 წლის ასაკში დავიწყე თავის მოვლა. მხოლოდ ბიუთი პროდუქტები არ არის სილამაზე, მთავარია ჯანსაღ ცხოვრების წესი, ვარჯიში და განსაკუთრებით პილატესი“, - ამბობს თეონა თავართქილაძე.

დიზაინერის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია გარემოს შესაბამისად ჩაცმა და ეტიკეტის დაცვა - რადგან მიიჩნევს, რომ ვიზუალზე ზრუნვა გარშემომყოფების პატივისცემაა.

„სამსახურში, თეატრსა და კუს ტბაზე ბავშვებთან ერთად ყველგან ერთნაირად ჩაცმული არ დავდივარ. მგონია, რომ როდესაც ეტიკეტს იცავ, ეს ნიშნავს, რომ სულერთი არ არის, როგორ გამოიყურები“, - აღნიშნა თეონა თავართქილაძემ.