Digest Logo

„ზღაპრული წყვილის, ზღაპრული მოგზაურობა“ - ილია სულამანიძის მოგზაურობა რჩეულთან ერთად სანტორინიზე გრძელდება

1756804068
ილია სულამანიძე

რამდენიმე დღის წინ ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ მის რჩეულს, თაკო მეგრელიძეს, სანტორინიზე ხელი სთხოვა - სიყვარულით სავსე რომანტიკული წინადადება ზღაპრულ კუნძულზე შედგა. 

წყვილის მოგზაურობა კუნძულზე გრძელდება და სოციალურ ქსელში გამომწერებს რომანტიკულ კადრებს უზიარებენ. 

კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა: 

„ჩემი ❤️-ები“, 

„ლამაზებო“, 

„ძალიან კარგები“, 

„შეუდარებელი წყვილი ხართ“, 

„ზღაპრული წყვილის, ზღაპრული მოგზაურობა“, - წერენ კომენტარებში.

ვინ არის ილია სულამანიძის რჩეული?

ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენის რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. თაკოს არაერთ შეჯიბრებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია. 21 წლის უმშვენიერესი თაკო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალმცოდნეობას სწავლობს.

„უსასრულოდ ასახდენი და სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში“, - წერდა ილია სულამანიძე მისი და თაკო მეგრელიძის ვიდეოზე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „5 დღე, 5 განწყობა, 5 ტუჩსაცხი“ - ანუკი არეშიძის მოდური ლუქები

⭕წვიმა, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

⭕„მიყვარს ჩვენი ზაფხული, სიცილით, მზით და ზღვით სავსე“- თაკო ჩხეიძის, თიკა ფაცაციას და ლიკა კვარაცხელიას კადრები