
ინგლისურენოვანი მენეჯერი და ქოუჩერი სოფო ნურაშვილი საზოგადოებამ ჯერ კიდე გადაცემა „სხვა რაკურსში“ სტუმრობის შემდეგ გაიცნო, რომელმაც წონასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე ისაუბრა. სოფო წარმოშობით ჰერეთიდანაა, რომელიც გია ჯაჯანიძესთან შოუში სტუმრობისას ამბობდა, რომ წონის პრობლემა ბავშვობიდან ჰქონდა, რაც ბულინგის მიზეზი იყო თანატოლებისა თუ პედაგოგების მხრიდან.
მას შემდეგ სოფომ სახლში სხვადასხვა უნარები განავითარა და დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბდა 23 წლის ასაკში, რომელიც ბევრს მოგზაურობდა და ფინანსურად დამოუკიდებელი გახდა.
დღეს სოფო ბევრისთვის მისაბაძი ადამიანია, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებებს თავის გამომწერებს და გულშემატკივრებს სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე ხშირად უზიარებს.
სოფომ სასურველ წონის რიცხვამდე მისასვლელად ურთულესი გზა გაიარა, ბარიატრიული ოპერაცია და მათ შორის კოსმეტიკური პროცედურები... სოფო ამჟამად სრულიად სხვა ადამიანია, რომელმაც ოცნების ასახდენად ბევრი რამ დათმო.
„ძალიან ემოციური ვარ ამ კადრებს რომ ვუყურებ ხოლმე, ზოგჯერ მე თვითონ ვერ ვიჯერებ, როგორ შევძელი ამდენი! ასეთი რა ძალა აღმომაჩნდა, რომ ამდენს გავუძელი! დრო, ენერგია, ფული, ნერვები შევწირე რომ უბრალოდ ნორმალური ვყოფილიყავი და გარეგნობის გამო თავი არასრულფასოვნად აღარ მეგრძნო! ის ფულიც ხომ ჩემი შრომით მოვიპოვე?! შენი ჯიბიდან ხომ არ ამიღია არა! გეყოს ყველაფერზე მარტივად ხაზგასმა, უსამართლობაა მშრომელი ადამიანების მიმართ ეს ყველაფერი! “,- პასუხობს სოფო ნურაშვილი კრიტიკოსებს.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე აქ.
მანამდე კი დატკბით, სოფოს შესაშური გამბედაობით, გამძლეობით და მისი საუცხოო გარეგნობით.