ცნობილი ადამიანების ყოველდღიური სტილი ხშირად მოდის ტენდენციების მთავარ ინსპირაციად იქცევა. გამოცემა Vogue მკითხველებს ამჯერად ზოი კრავიცის, ჯენიფერ ლოურენსის, დაკოტა ჯონსონისა და სხვა ვარსკვლავების შემოდგომის ლუქებს სთავაზობს და თითოეული მათგანის სამოსის მსგავსი ნივთების ფასებსაც ასახელებს.
გამოცემის 23 ოქტომბრის სტატიაში ყურადღება გამახვილებულია შემოდგომისთვის შესაფერის ჩაცმულობაზე - კლასიკურ ჯინსებზე, ნაქსოვ სვიტერებზე, ტყავის ქურთუკებზე, მაღალჩექმებსა და დიზაინერულ ჩანთებზე.
მსახიობი ზოი კრავიცი ნიუ-იორკში ყავისფერი ქურთუკით, შავი სვიტერითა და ფართო შარვლით გამოჩნდა. ლუქს შინდისფერი ბალეტკები, წითელი სათვალე და მხარზე გადასაკიდი ჩანთა ავსებდა.
მსგავსი სტილის ნივთების ფასები Vogue-ის მიხედვით:
Leset-ის ქარსაფარი - 420 დოლარი; Banana Republic-ის თხელი სვიტერი - 160 დოლარი;
All Three-ის შარვალი - 165 დოლარი; Yuni Buffa-ს ბალეტკები - 475 დოლარი; Valesque-ის ჩანთა - 265 დოლარი; Khaite x Oliver Peoples-ის სათვალე - 555 დოლარი.

მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა მუქი ლურჯი თავისუფალი სვიტერი, შავი მაისური და ღია ფერის ჯინსი შეარჩია. ლუქის ყველაზე გამორჩეული დეტალი კი ნეონისფერი მწვანე ჩანთა იყო.
J.Crew-ის სვიტერი 198 დოლარი; Veronica Beard-ის მაისური 158 დოლარი; Levi’s-ის ჯინსი 110 დოლარი;
The Row-ის ზამშის მულები 1 020 დოლარი; Miu Miu-ს ჩანთა 3 800 დოლარი; Blue Nile-ის საყურეები 630 დოლარი.

რომში ყოფნისას მსახიობმა ჯულიანა მურიმ შავი, მელნისფერი კარდიგანი, თეთრი გრძელმკლავიანი მაისური, იმავე სტილის ქვედაბოლო და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო.
The Park-ის კარდიგანი 395 დოლარი; L’Agence-ის მაისური 125 დოლარი; Bottega Veneta-ს ქვედაბოლო 2 000 დოლარი; Bottega Veneta-ს ფეხსაცმელი 1 100 დოლარი; The Row-ის კლაჩი 2 700 დოლარი;
Lié Studio-ს ბეჭედი 210 დოლარი.

მსახიობმა დაკოტა ჯონსონმა ვინტაჟური Simon & Garfunkel-ის მაისური ფართო, ყავისფერი კორდუროის შარვალს შეუხამა. ლუქს Valentino-ს ჩანთა, შავი ბალეტკები და ბრილიანტის საყურეები ავსებდა.
Gildan-ის ვინტაჟური მაისური 39 დოლარი; Guest in Residence-ის შარვალი 285 დოლარი;
Valentino Garavani-ს ჩანთა 3 800 დოლარი; Quince-ის ბალეტკები 94 დოლარი; Anderson’s-ის ქამარი 285 დოლარი; Brilliant Earth-ის საყურეები 795 დოლარი.

მსახიობმა სიენა მილერმა მუქი ლურჯი სვიტერი შავ ბერმუდის შორტებსა და მაღალ ტყავის ჩექმებს შეუხამა. ლუქის მთავარი აქსესუარი Bottega Veneta-ს ჩანთა იყო.
COS-ის ქაშმირის სვიტერი 279 დოლარი; ME+EM-ის მაისური 75 დოლარი; Everlane-ის ბერმუდის შორტები 98 დოლარი; Aeyde-ს მაღალი ჩექმები 845 დოლარი; Bottega Veneta-ს ჩანთა 9 100 დოლარი; Saint Laurent-ის სათვალე 520 დოლარი.

მოდელმა კარლი კლოსმა კრემისფერი ბლუზა, ნაცრისფერი მოკლე ქვედაბოლო და შავი ბალეტკები შეარჩია. მხრებზე მოხვეული ქაშმირის შარფი კი ლუქს დამატებით ელეგანტურობას სძენდა.
Róhe-ს ბლუზა 830 დოლარი; Blazé Milano-ს ქვედაბოლო 590 დოლარი; Margaux-ს ბალეტკები 325 დოლარი;
Fendi-ს ჩანთა 7 100 დოლარი; Uniqlo-ს ქაშმირის შარფი 70 დოლარი; Le Specs-ის სათვალე 75 დოლარი.

Vogue-ის მიერ შერჩეულ სხვა ლუქებში ასევე გვხვდება ზენდაიას ტყავის ქურთუკისა და ჯინსის კომბინაცია, კენდალ ჯენერის სადა ქვედაბოლო და The Row-ის აქსესუარები, რიანას შავი ატლასის ქურთუკი და დიზაინერული ჩანთა, ასევე ჯიჯი ჰადიდის ჯინსისა და ნაქსოვი ფეხსაცმლის კომბინაცია.
გამოცემა მკითხველებს არა მხოლოდ ვარსკვლავების სტილის შთაგონებას, არამედ კონკრეტული ნივთების შეძენის შესაძლებლობასაც სთავაზობს. ჩამოთვლილი ფასები აშშ დოლარშია მოცემული და შესაძლოა შეიცვალოს მაღაზიის, მარაგისა და სეზონის მიხედვით.