ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპული 13 წლის გოგონაა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა - ირაკლი ნადირაძემ.
მისი თქმით, ახლა მხოლოდ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის გვერდით უნდა ვიდგეთ და ვანუგეშოთ ამ დიდი ტრაგედიის გამო.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.
სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ერთ-ერთის, 13 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ორი მოზარდიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე „ნიუ ჰოსპიტალში“ ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.