Digest Logo

🎥 „ამ ბოლო ხანს ბევრი ადამიანი დაინტერესდა გურიაში მცხოვრები ბაბუასა და შვილიშვილის ისტორიით... არ მინდოდა მისი სახელი ჩრდილში დარჩენილიყო“ - რას წერს მარიკა ბაკურაძე

1684137168

ქართველი რეჟისორის გიორგი მრევლიშვილის ფილმი „თორმეტი გაკვეთილი“, MediaWave-ის კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში დაჯილდოვდა! ეს ამბავი 2022 წლის 19 მაისს მოხდა.

ფილმი მოგვითხრობს ბაბუაზე, რომელიც დიდი გამოწვევების და ადგილობრივად რესურსების უქონლობის პირობებში, შვილიშვილს იმ გაკვეთილებს ასწავლის, რაც ცხოვრებისეული გამოწვევების დამოუკიდებლად დაძლევაში დაეხმარება.

ალბათ დაგაინტერესებთ რა კავშირშია ეს ფაქტი, გურიაში მცხოვრები ბაბუა და შვილიშვილის ისტორიასთან, რომელიც ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო და უამრავი დადებითი რეაქციაც მოჰყვა.

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ფილმ „თორმეტი გაკვეთილის“ გმირები და ბაბუა და შვილიშვილი გურიიდან ერთი და იგივე პერსონაჟები არიან.

თუმცა, როგორც ჩანს, მაშინ საზოგადოებამ ასე ფართოდ ვერ გაიცნო ისინი. 

ბაკურაძე ფეისბუკსტატუსს აღნიშნული ფილმის ბმულს ურთავს და წერს, რომ ქართველი რეჟისორის სახელი უნდა იყოს ნახსენები, რომელმაც ბაბუა და შვილიშვილზე გენიალური ფილმი შექმნა.

ამ ბოლო ხანს ბევრი ადამიანი დაინტერესდა გურიაში მცხოვრები ბაბუასა და შვილიშვილის ისტორიით. სიუჟეტებიც ვნახეთ, სტატიებიც, მათი ვიდეოებიც, რომელიც ხალხმა გააზიარა.

როგორ ზრდის ბაბუა აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილს.

უცნაურია, რომ ახლა აიტაცა ხალხმა ეს ისტორია.

მის შესახებ ძალიან კარგი ფილმი აქვს გადაღებული რეჟისორ გიორგი მრევლიშვილს.

ფილმმა ბევრი პრიზი მოიპოვა და ეს საოცარი ბაბუაც უამრავმა ხალხმა გაიცნო ამ ნამუშევრის წყალობით.

აი, ფილმი, აგერ არის სრულად, 1 სთ მოიცალეთ და ჩაუჯექით. ძალიან ემოციური სანახავია.
(ბანანის ყიდვის სცენა არის ჩემი ფავორიტი).

წარმატებები ბაბუას, შვილიშვილს და ამ რეჟისორს, რომელსაც კარგა ხანია ვგულშემატკივრობ და არ მინდოდა ახლა მისი სახელი ჩრდილში დარჩენილიყო“,- წერს ბაკურაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან“ - მადონა კოიძე

🔵შორენა ბეგაშვილმა იმიჯი შეიცვალა - „გიხდება, მაგრამ შავზე მეტად არა“

🎥 შეუდარებელმა თიკა ფაცაციამ აშშ-ში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა