American Idol-ში ნუცა ბუზალაძეს მორიგი გამოსვლა ჰქონდა, რომელსაც უკვე მეორედ, ჟიურის აღფრთოვანება მოჰყვა.
ქართველმა მომღერალმა I Surrender შეასრულა, რის შემდეგაც, პოპულარული კონკურსის ჟიურის სამივე წევრი: ლიონელ რიჩი, კეტი პერი და ლუკ ბრაიანი მას ფეხზე წამოუდგა.
როგორც ჟიურის წევრები აცხადებენ, მათ ნუცა ბუზალაძისგან საუკეთესო შესრულება მოისმინეს და მათივე განცხადებით, წელს შოუს საუკეთესო სეზონია.
American Idol-ის ოფიციალურმა გვერდმა ნუცას გამოსვლის ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ ნუცას „ძლიერი შესრულება შოკის მომგვრელია“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„საქართველო ევროპაა!“ - გიორგი გიგაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის