Digest Logo

ბასილაშვილის დედამ მოსამართლეს დაუწერა უხამსი სიტყვა, რომელიც ნეკა დოროყაშვილმა მას უწოდა - ნატალია ნაჭყებიას ამ სიტყვის წარმოთქმის მოერიდა

1665499444

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია კიდევ ერთხელ დაიკითხა. 

ნაჭყებიამ გაიხსენა ის ეპიზოდი, რომელიც სახლთან მოხდა. მისი თქმით, რძალს, ნეკა დოროყაშვილს სკანდალის მოწყობა უნდოდა და ის ამშვიდებდა, რა დროსაც დოროყაშვილმა მას ხელი აუქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„როდესაც მივედი მეორე სართულის, აივნის კუთხეში, დავინახე ასეთი სიტუაცია - მანქანის კარებთან დგას ნელი და ეჯაჯგურება, უნდა, რომ გააღოს. მივხვდი, რომ ჩხუბი და სკანდალის მოწყობა უნდოდა. დავიწყე დამშვიდება, ნელიკო - მეთქი დამშვიდდი, დაწყნარდი. მოცილდა მანქანას, გამოვიდა წინ, ხელი ამიქნია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა“, - განაცხადა ნაჭყებიამ.

მან არ დაასახელა ეს სიტყვა, რადგან როგორც განმარტა, ერიდება საჯაროდ ასეთი უხამსი სიტყვის თქმა.