Digest Logo

🎥 BBC: ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა

1651324496

ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება.

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ლვოვის ერთ-ერთ ყავის მაღაზიაში შენიშნეს.

გამოცემის ცნობით, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს იგი უკრაინაში, ჯერჯერობით უცნობია.

მსახიობი ომის პირველივე დღეებიდან, სოციალურ ქსელებში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ ბევრს წერდა და მსოფლიოს უკრაინელების დახმარებისკენ მოუწოდებდა.