საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე. ე.წ. რკინის გუმბათის გიორგი მამარდაშვილის და, ნინიკო მამარდაშვილი „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე აქტიურია და გამომწერებს ყოველდღიურ ვლოგებს სთავაზობს.
ამჯერად იგი „იუთუბის“ არხზე პოდკასტში „სახრაშუნო“ იმყოფებოდა, სადაც საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა:
„მიკის (ნინის ძაღლი) ინსტაგრამზე 1, 400 გამომწერი ჰყავს. ტოქსიკურობა არ მიყვარს და არ მყავს ტოქსიკური შეყვარებული. ვსწავლობ, ვარ მეორე კურსზე. ჯერ აქ დავამთავრებ უნივერსიტეტს, მერე ვნახოთ სად წავალ და როგორ იქნება, მაგრამ მინდა, ძალიან მინდა რომ სადმე წავიდე. ესპანური ისე საერთოდ არ ვიცი. მარტო გამარჯობა, მომიტანეთ, მაგრამ მაგასაც ვერ გამოვთქვამ სწორად.
ყველაზე მეტად ჩემს სტილს ვპოულობ „ზარაში“, „ბერშკაში“, მაგრამ არის რაღაცები, მაგალითად, ჩანთა, სათვალე და ფეხსაცმელი რაც აუცილებლად ძალიან კარგი უნდა მქონდეს. მე ძალიან მიყვარს გულები. თავიდან ვიდეოებს რომ ვიღებდი ვფიქრობდი როგორ მივესალმო ხალხს და მომაფიქრდა „გულიკები“. მერე, რომ ვამბობდი ძალიან მესაყვარლა“, - ამბობს ნინიკო მამარდაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლაშა ბექაური პარიზში მოგზაურობს - რა კადრებს გვიზიარებს ოლიმპიური ჩემპიონი