გადაცემის „რანინა“ მონაწილე ბარბარე მორგოშიამ „შავნაბადასთან“ ერთად მეგრული სიმღერა „ვაგიორქო მა“ შეასრულა, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ღმერთო, მილიონი ჟრუანტელი. კოლხური არისტოკრატია აქვს...ეს ბავშვი როგორ მთელი არსებით გრძნობს მეგრული სიმღერების დრამას“.
„ეს პატარა გოგო მოვლენაა, წარმატებები“.
„დავტკბით, ვისიამოვნეთ, სიტყვებს ვერ ვპოულობთ. ასახელე კუთხე, გვასახელე ყველა. მადლობა ბარბარეს, უკვე შემდგარი ვარსკვლავი ხარ“, - წერენ კომენტარებში.