ტელეწამყვანებმა თიკა ფაცაციამ და არჩილ სოლოღაშვილმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბენდთან ერთად სიმღერა „დიდხანს გელოდი“ შეასრულეს. მუსიკის და ტექსტის ავტორი კი დავით ფორჩხიძეა.
დუეტმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა, რაზედაც კომენტარები არ წყდება:
„იფ, რა კარგია“.
„კარგები ხართ, წარმატებები თქვენ“.
„ბრავო, ძალიან მაგარია“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამეტირა, მართლაც საოცარი წყვილი ხართ“ - სოფია კვინიკაძე საქორწილო ფოტოსესიის კადრებს აქვეყნებს