„ერთ დღეს ორი ოქრო მოვიპოვე და ისტორია დაიწერა. ერთი მედალი და მეორე ბეჭედი“, - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში👇
შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრებო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანს თბილისის გრანდ სლემის ფინალის დასრულებისთანავე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ უამრავი მაყურებლის წინ ხელი სთხოვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენს გვერდით მთელი ქვეყანაა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს ნაკრებს ამხნევებს
⭕პატიმრობა და დანით მიყენებული ჭრილობა - უცნობი ამბები გურამ დოჩანაშვილზე