მუსიკოსი გია ნიკოლაძე, ბოლო პერიოდში UFC-ის წარმატებული ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილთან საავტორო მუსიკის გამოყენების საკითხზე გაჩაღებული დაპირისპირების გამო ისევ მედიის ფოკუსში მოხვდა, ამჯერად იგი ამ თემაზე და, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კვირას, 20 ივლისს, გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრებს.
როგორც ანონსიდან ირკვევა, ინტერვიუში ნიკოლაძე დეტალურად დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რაც ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებობს.
გარდა ამისა, იგი გადაცემაში ისაუბრებს თავისი შემოქმედების, სამომავლო გეგმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობაზე.
გადაცემა „ნოესთან“ 20 ივლისს, 22:30 წუთზე „იმედის“ ეთერში გავა და მაყურებლებს ექნებათ შესაძლებლობა ახლოს გაეცნონ მუსიკოსის ხედვასა და შეხედულებებს.
ცნობისთვის: გია ნიკოლაძემ, როგორც მუსიკოსმა მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით გამოთქვა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მუსიკა გამოიყენება მისი გარეშე ნებართვისა და შესაბამისი კომპენსაციის გარეშე.
ნახეთ ანონსი: