ჩვენი დროის ღირსეულ ადამიანებს, ყველა უნდა იცნობდეს. სასულიერო პირი, რომელიც 21 წელია ონკოჰემატოლოგიის განყოფილების პაციენტებზე ზრუნავს - მამა მიქაელის რთული მისიის შესახებ „იმედის კვირამ“ სიუჟეტი მოამზადა.
მოძღვარი წლებია სულიერად აძლიერებს პატარებს, რომლებიც გაუსაძლის ტკივილებს უძლებენ.
დეკანოზს 21 წლის განმავლობაში, 500-მდე განკურნებული პაციენტი ჰყავს კლინიკიდან გაცილებული.
„როდესაც ტაძრიდან გავდივარ და კლინიკაში მივდივარ, ეს არის უდიდესი სიხარული და ტკივილის განცდაც. მედიკოსების, მშობლების დაუღალავი შრომით, ღვაწლით ძალიან ბევრი არის გამარჯვებული. პატარა გოგონა თინათინი, რომელიც ძალიან ძლიერ ტკივილებს განიცდიდა, ხმამაღლა წამოიყვირებდა, მერე კედელზე ხატებს ბოდიშს უხდიდა, მე მტკივა და იმიტომ ვყვირი თქვენ არ გიბრაზდებითო. ამ ფაქტმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება“, - იხსენებს დეკანოზი.