Digest Logo

🎥 გელა დაიაურის ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ

1668094596

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - „ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. 

და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.  

ამ მძიმე ტრაგედიიდან გელა დაიაურმა მაინც შეძლო მრავალი წლის შემდეგ ახალი ცხოვრება დაეწყო და თუ

როგორია მისი ცხოვრება ახლა „პოსტალიონის“ ეთერში საუბრობს. 

„ამ ქვეყანაზე რახან დაგტოვა უფალმა ჯობია, რომ უფალსაც არ აწყენინო იმ საჩუქრისთვის, რასაც სიცოცხლე ჰქვია და გააგრძელო არა გლოვაში, არამედ სიკეთის კეთებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში და სიცოცხელში.

დავოჯახდი ქართლელ გოგონაზე, ეკა მანჩხაშვილზე. რთული კი არა ძალიან რთული იყო, ცხოვრებაში ასეთი სირთულე, ალბათ იმ ამბის მერე აღარ შეგვხვედრია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ…

არის ერთი მომენტი, რომ არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჯერ საკუთარ თავში გიწევს დარწმუნება და დაჯერება ამ ყველაფრის, რათა წრფელი და სუფთა იყო ადამიანთან“ - ამბობს გელა დაიაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

შეხვედრა 84 წლის შემდეგ - ელდარ შენგელაიას და ლეო ანთაძის ემოციური დაბრუნება სკოლაში

🔵მანანა არჩვაძემ შვილები საგვარეულო კოშკიდან გამოაგდო და ნივთები ქუჩაში გამოყარა - რა ხდება გამსახურდიების ოჯახში

🔵8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი