„გიოს ავადმყოფობა რომ გავიგეთ, მამაჩემი მოვიდა, გაგვაცილა ისრაელში და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ, 1 კვირაში გარდაიცვალა იმავე დიაგნოზით. არ მეცალა არასდროს, აქ მოვედი იმისთვის, რომ მეთქვა დეპრესია არ მქონია, მაგრამ რომ ვუსმენ აქ მყოფებს, ალბათ მქონდა, რადგან სულ ვცდილობ წამოვდგე, არავინ დამინახოს.
გიოს შემდეგ ვიწექი, არ ვდგებოდი, ზუკამ დიდი როლი ითამაშა, ფეხებთან მეჯდა და ნერვებს მიშლიდა, ვერ ვდგებოდი და რაღაც ძალამ წამომაყენა, რომ ჩემი შვილი არ დათრგუნულიყო“, - იხსენებს მაია ჯორჯაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: