Digest Logo

🎥 „მამის გარდაცვალების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში ქუჩაში არ გამოვსულვარ“ - რას იხსენებს თათა ვარდანაშვილი

1720031286

„ყველა სტრესს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე გამკლავებაში მეხმარებოდა ჩემი ხორციელი მამა და მეორე მხრივ სულიერი მოძღვარი ხვთისო შალიკაშვილი. არასდროს ჩემი თავისთვის უფლება არ მიმიცია პრობლემას ჩავღრმავებოდი. 

ერთადერთი რამ, რამაც დეპრესიაში ჩამაგდო, ქუჩაში არ გავდიოდი 2 წელი, იყო მამის გარდაცვალება, რადგან დავკარგე ადამიანი, ვისთანაც გულწრფელი დიალოგი მქონდა ცხოვრებაში და დავრჩი მარტო. ამის შეგუება გახდა კარჩაკეტილობის მიზეზი“, -  ამბობს დიზაინერი თათა ვარდანაშვილი გადაცემაში „პრაიმშოუ“.