იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილი, კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი გადაცემა „ჩვენ ოჯახის“ სტუმრები იყვნენ, სადაც ისაუბრეს, როგორ გაიცნეს ერთმანეთი და როგორი იყო ლეგენდარულ სოფი ლორენთან პირველი შეხვედრა.
„ჰოლივუდურ ფილმს ჰგავს ჩვენი გაცნობის ისტორია.. რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში და მეგობარმა მოინდომა, რომ ჩემთვის ფოტოსესია გაეკეთებინა და გადამიღო რამდენიმე ფოტო.
თავიდან არ ვაპირებდი ატვირთვას სოციალურ ქსელში, ესეც ჩემმა მეგობარმა მთხოვა. ავტვირთე და კარლომ ნახა ეს ფოტო. პირველი კომპლიმენტი იყო Belissimo და დაიწყო ჩვენი საოცარი ისტორია.
ამის შემდეგ 3 დღე ვწერდი კარლოს. წარმოდგენა არ მქონდა ვის ვემესიჯებოდი. 3 დღის მერე მითხრა, ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღე არის და ძალიან ვღელავთ.. ხვალ შედეგები დაიდება ოსკარზე, დედაჩემის და ჩემი ძმის ფილმია წარდგენილიო. ვიფიქრე, მეორადი როლი აქვს ალბათ.. და ბოლოს აღმოჩნდა სოფი ლორენი. სასიამოვნო შოკი დამემართა.
შთამბეჭდავი იყო სოფი ლორენთან შეხვედრა. ძალიან ემოციური, უშუალო და სასიამოვნო“, – განაცხადა მარიამ შარმანაშვილმა.
კარლო პონტიმ გადაცემაში თქვა, რომ მიმოწერის შემდეგ, 1 თვეში ჩამოვიდა საქართველოში და „მისი პირველი გრძნობა იყო დადასტურება სიტყვის Belissimo“.
„ისეთი აღელვებული ვიყავი, როდესაც ვნახე,ძალიან ბედნიერი ვიყავი.
დედაჩემს მარიამის შესახებ რამდენიმე თვის შემდეგ ვუთხარი და ერთმანეთს პირველად ჟენევაში შეხვდნენ“, – ამბობს კარლო პონტი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უმრავლესობას მაინც მე ვგონივარ“ - ნანიკო ხაზარაძე დედის ფოტოს აქვეყნებს
⭕„ასე გამოიყურება ჩემი კანი უმაკიაჟოდ...“- რა ფოტოს აქვეყნებს მარიტა მელიქიშვილი
⭕🎥 „ლამაზო, გიხდება ეგ ვარცხნილობა“- ბაბი კირკიტაძის ახალმა იმიჯმა საზოგადოება აღაფრთოვანა