Digest Logo

🎥 „კილომეტრებს გავდიოდი ფეხით, რომ მიმეღო მუსიკალური განათლება და მამის სურვილი სისრულეში მომეყვანა“ - თამთა კაკულია

1712864435

გადაცემის  „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ სტუმარი მომღერალი თამთა კაკულია იყო, რომელიც ბევრი წლის წინ დატოვა საქართველო და ცხოვრობდა უცხოეთში. იგი ახლახან ქვეყანაში დაბრუნდა და ცხოვრების გაგრძელებას მშობლიურ ქვეყანაში აპირებს.

„სიმღერა 5 წლის ასაკიდან დავიწყე. მახსოვს, საკუთარი თავი, პირველი სიმღერა, ოჯახში ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მამა, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა, სიხარულით მომიტანა ფორტეპიანო. 

წარჩინებით დავასრულე შვიდწლედი. სამწუხაროდ, მამა ტრაგიკულად დაიღუპა და ვერ მოესწრო ჩემს მუსიკალურ განათლებას.

კილომეტრებს გავდიოდი ფეხით, რომ მიმეღო მუსიკალური განათლება და მამის სურვილი სისრულეში მომეყვანა“, - ამბობს თამთა კაკულია.