მომღერალი მარიკო ებრალიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც მან ბავშვობა გაიხსენა. როგორც თავად ამბობს 6-7 წლის ასაკიდან მაიკლ ჯექსონის ფანი იყო და მის ალბომებს ხშირად უსმენდა.
გარდა ამისა, მომღერალი იხსენებს, რომ ბავშვობაში კომპლექსები ჰქონდა, რის გამოც არ მღეროდა.
„ვიზუალურადაც არ ვიცოდი ჯექსონი როგორი იყო, უბრალოდ მიყვარდა და მისი ფანი ვიყავი. ჩავაბნელებდი ოთახს 6-7 წლის ასაკში, ვუსმენდი მის ალბომებს.
იმ პერიოდში მოდაში იყო ფეხსაცმელი ჯექსონი. ერთხელ მომიტანა ჩემმა დამ და მითხრა, ეს ჯექსონმა გამოგიგზავნაო და იმის შემდეგ ჩახუტებული დავატარებდი, მომატყუა.
მრცხვენოდა, კომპლექსი მქონდა სიმღერის. მერიდებოდა, ჯიუტიც ვიყავი, როცა მეუბნებოდნენ იმღერეო, არ ვიმღერებ -მეთქი ვამბობდი“, - ამბობს მარიკო ებრალიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გაფრთხილება! - მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც