Digest Logo

🎥 „ჩემს პროდიუსერს ვუთხარი, რომ ეს იყო ჩემი სოციალური პასუხისმგებლობა... ვკანკალებდი რომ ვაკეთებდი, რამე არ შემშლოდა“- რას ჰყვება ნინო წერეთელი საკუთარ გადაცემაზე

1720606331
მარინა კაჭარავა

თანამედროვე სამყაროში ურთიერთობები ონლაინ და მედია სივრცემ ჩაანაცვლა. ადამიანებისთვის ინფორმაციის მიღება გაცილებით მარტივი გახდა, თუმცა საეჭვოა ინფორმაცია რამდენად სწორი ფორმით მიდის მათ გონებამდე. ერთხელ წაკითხულმა ან გაგონილმა, შესაძლოა ადამიანის ფიქრები და აზრები შეცვალოს. მიაღებინოს გადაწყვეტილებები, ისე რომ ინფორმაციის გადამოწმებას არც ეცადოს. ამ ყველაფერში კი დიდ როლს სწორედ მასმედია თამაშობს.

როგორ მართავს მედია სამყაროს? - აღნიშნულ თემაზე გეშტალტთერაპევტმა და ტელეწამყვანმა, ნინო წერეთელმა გადაცემაში „ზღვარი“ ისაუბრა.

ტელეწამყვანმა გაიხსენა, როგორ შექმნა საკუთარი გადაცემა და როგორ ცდილობდა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.

„7 წლის წინ იყო ერთი საინტერესო ამბავი. დავიწყე ფსიქოლოგიის სწავლა. აღმოვაჩინე, რომ თურმე რამდენი რამ არ მცოდნია როგორც დედას. თურმე აბსოლუტურად უსამართლოდ ვაპროტესტებდი ჩემს შვილთან დამოკიდებულებაში რაღაცებს.

გამიჩნდა დედებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომელსაც მე ვსწავლობდი და სოციალურ ქსელში ეს ინფორმაცია არ იყო. მახსოვს მივედი ტელევიზიაში და ჩემს პროდიუსერს ვუთხარი, რომ ეს იყო ჩემი სოციალური პასუხისმგებლობა და ხალხისთვის უნდა მიმეწვდინა ხმა. რატომ არ შეიძლება ეს და რას გამოიწვევდა მშობლის არასწორი ქცევა. ვკანკალებდი რომ ვაკეთებდი რამე არ შემშლოდა. ამ ყველაფერმა მოითხოვა რომ ჩემი გადაცემა მრავალფეროვანი ყოფილიყო და სპეციალისტები მომეწვია. აგერ უკვე შვიდი წელია ამ გადაცემას ვაკეთებ“, - აღნიშნა ნინო წერეთელმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ადამიანები ძალიან ხშირად მედიისგან მიღებულ ინფორმაციას ბრმად ენდობიან და კრიტიკის გარეშეც იღებენ“ - რას ჰყვება ტელეწამყვანი ნინო წერეთელი

🎥 „სტუდენტობის დროს კარგად გამომდიოდა მეგობრების პორტრეტების დახატვა...სპეციალური განათლება არ მიმიღია...“ - გზა სტომატოლოგიიდან ხელოვნებამდე

⭕„წითელი შენი ფერია“ - ევა ბარბაქაძე საფრანგეთიდან ახალ კადრებს აქვეყნებს