წალენჯიხაში 3-დღიანი უწყვეტი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მეხანძრე-მაშველებმა პოლიციასთან და ადგილობრივ გიდთან ერთად შუახნის კაცი გადაარჩინეს, რომელიც ტყეში სანადიროდ იყო წასული და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
სამაშველო ღონისძიებას განსაკუთრებით ართულებდა რთული მეტეოროლოგიური პირობები, ადგილზე გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც ტერიტორიაზე ცუდი ხილვადობა იყო.
რთული რელიეფისა და უამინდობის მიუხედავად, მაშველებმა დაკარგული კაცის ადგილსამყოფლის მიგნება შეძლეს.
ემოციურ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში წალენჯიხის მკვიდრი, ადგილობრივი მოხალისე მაშველი ლექსო მორგოშია ავრცელებს.
