Digest Logo

🎥 „მესმოდა, როცა ჩემს ცოლს უთხრა ექიმმა კვდება და ვერაფერს ვშველითო“ - რა ნახა ჯემალ სეფიაშვილმა კლინიკური სიკვდილის დროს

1714631869

„გავიგე, ალერგოლოგმა უთხრა ჩემს ცოლს კვდება და ვერაფერს ვშველითო, ამის გაგების შემდეგ ძირს დავვარდი. ყველაფერი დავინახე, სხეულს ვერ ვხედავდი. გავიარე სიბნელე, დავინახე ვარსკვლავი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და მე ვუახლოვდებოდი. უეცრად გაჩნდა ჩემი ძმა, რომელიც იმ დროს უკვე გარდაცვლილი იყო. 

ჩემმა უმცროსმა ძმამ გამომიშვა უკან და უცებ მესმის ტირილი, ღრიალი, ყვირილი და მაგული გორდელაძის (ექსტრასენსი) ხმა, გაჩერდით, მგონი გადავრჩით. 

გავახილე თვალები და მე ვგრძნობდი ვიყავი უმსუბუქესი, ორგანიზმში მქონდა სიამოვნება, რომელსაც ვერაფერს შეადარებ. პირველი რაც ვთქვი, იყო აქ რა მინდოდა“, - ამბობს ჯემალ სეფიაშვილი გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“.