მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის განვითარების ევროპულ კურსს უჭერს მხარს, საქართველოში შესამჩნევია რუსული პროპაგანდა, რომელიც „ქართველობის წართმევას“ ეფუძნება.
რუსული პროპაგანდის მესიჯბოქსი სავსეა იმით, თუ როგორი გარყვნილია ევროპა, როგორ შურთ მათ ქართული წეს-ჩვეულების და რამდენად სასარგებლოა ერთმორწმუნე რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოსთვის.
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მინიჭების რეალური შანსი გაუჩნდა, თუმცა ექსპერტებმა, ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და 6 თვეში კონკრეტული პირობების შესრულება მოსთხოვა.
საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახვეს ერის ნება - თბილისში უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია გაიმართა. თუმცა პარალელურად რუსეთის მომხრეების პროპაგანდა კვლავ გააქტიურდა. ამ პროპაგანდის საპირისპიროდ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2019 წლის ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ევროპული ქვეყნების შესახებ საუბრობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გახსოვდეთ, რომ დღეს გაკეთებული სიკეთე, აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდებათ“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„სულ გესაუბრები დაუსრულებლად, მაგრამ მაინც სულ რაღაც მრჩება სათქმელი...“ - ელენე ფოჩხუა
🔵„გახსოვდეთ, რომ დღეს გაკეთებული სიკეთე, აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდებათ“ - მიხეილ ცაგარელი