Digest Logo

🎥 „მისახმარებლად რომ მივიდა ჩემი შვილი, მეც დამაყარაო და ვინც მოსდევდა გვერდზე, ის მოკლა“ - საგარეჯოში დაჭრილი მოქალაქის დედა

1674197023

„მისახმარებლად რომ მივიდა ჩემი შვილი, მეც დამაყარაო და ვინც მოსდევდა გვერდზე, ის მოკლა“, - ამბობს საგარეჯოში დაჭრილი მოქალაქის დედა „ფორმულასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდამსხმელი, 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი და საგარეჯოს მკვიდრი, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ.

ის თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. ნამყოფი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.

რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემი ბავშვობის მეგობარი სასწაულებრივად გადაურჩა მკვლელის ტყვიას. მსგავსი სისასტიკე საგარეჯოს არ ახსოვს“ - რას ამბობს ნინო სამყურაშვილი

🎥 „სახლიდან ვერ გავდიოდით... 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი ბიჭი“ - რას ჰყვება საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე თვითმხილველი

🔵 „რა ბედნიერი ადამიანი ვარ, ასე დგომა რომ მომიწია ლეგენდასთან“ - სტეფანე მღებრიშვილი ბუბა კიკაბიძეს კიდევ ერთხელ ემშვიდობება