Digest Logo

„ჩემი ბავშვობის მეგობარი სასწაულებრივად გადაურჩა მკვლელის ტყვიას. მსგავსი სისასტიკე საგარეჯოს არ ახსოვს“ - რას ამბობს ნინო სამყურაშვილი

1674196230
ნინო სამყურაშვილი

ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობარი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, რადგან მან სადარბაზოში შესვლა მოასწრო.

ნინო სამყურაშვილი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„უმძიმესი დღეა საგარეჯოსთვის. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას, ჩემი ბავშვობის მეგობარი სასწაულებრივად გადაურჩა მკვლელის ტყვიას, გაუმართლა და სადარბაზოში შეასწრო.

მსგავსი სისასტიკე საგარეჯოს არ ახსოვს“, - წერს ნინო სამყურაშვილი.

ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდამსხმელი, 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი და საგარეჯოს მკვიდრი, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ.

ის თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. ნამყოფი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.

რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სახლიდან ვერ გავდიოდით... 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი ბიჭი“ - რას ჰყვება საგარეჯოში მომხდარ დანაშაულზე თვითმხილველი

🔵 „რა ბედნიერი ადამიანი ვარ, ასე დგომა რომ მომიწია ლეგენდასთან“ - სტეფანე მღებრიშვილი ბუბა კიკაბიძეს კიდევ ერთხელ ემშვიდობება

🔵 „როგორც ხდება საქართველოში - როცა მიდის ადამიანი, მერე უფრო და უფრო აფასებენ“ - ნინო სუხიშვილი