„პირველი შვილი, ყველაზე დიდი სიხარულია ცხოვრებაში, რაც არ უნდა ახალგაზრდა იყო და გამოუცდელი.
საუბედუროდ, მეორე შვილი, ბიჭი გვყავდა და 14 წლისა დაიღუპა. ამაზე დიდი ტრაგედია და მწუხარება რა უნდა იყოს. არავინ უნდა მოესწროს შვილის გარდაცვალებას.
ბოლოს მახსოვს, ძალიან ავად იყო, ჩემი დაბადების დღე მოვიდა, მწოლიარე იყო და არ მქონდა დაბადების დღის გადახდის ხალისი. დილით დამიძახა და მითხრა, რას შვებიო, არ იხდი დაბადების დღესო? ვუთხარი არ მაქვს ახლა მაგის თავი და მერე გავაკეთოთ - მეთქი.
რა იყოვო მითხრა, წავაგეთო? დაუძახა დედამისს და უთხრა ჩამაცვი და ამაყენეო, დავსხედით და ვიქეიფეთ“, - იხსენებს საქართველოს სახალხო არტისტი იმედა კახიანი გადაცემაში „სთორი“.