ქართულ-ქურთული სიმღერის შემსრულებელი დიტო ქისიშვილი გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც მან კარიერაზე ისაუბრა.
„რადგან საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, გვაქვს ფუფუნება, რომ ეთნოსებთან გვქონდეს შეხება. ბევრი წლის განმავლობაში პატრიარქთან ვმღეროდი თუშურ სიმღერებს, ერთ-ერთ მისვლაზე გადავწყვიტე მემღერა ოსური სიმღერა, რაც ძალიან მოეწონა უწმინდესს.
ამის შემდეგ გადავწყვიტე, ამ ოსურ თემაზე გამეკეთებინა ქართულ-ოსური სიმღერა. გია ჯოხაძემ დაწერა ქართული ტექსტი“, - ამბობს დიტო ქისიშვილი.