სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში „ჩუტყვავილას ეპიდაფეთქებაა“. მოქალაქეები ინფექციის გახშირებულ შემთხვევებზე წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ვირუსული დაავადება რთული სიმპტომებით მიმდინარეობდა.
როდის არის ჩუტყვავილა გადამდები, რა გართულება ახასიათებს მას, სჭირდება თუ არა მედიკამენტური მკურნალობა, რა მეთოდით დგინდება მისი დიაგნოზი და როდის უნდა ავტეხოთ განგაშის ზარი?
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ერთ-ერთი აქტუალური თემის - ჩუტყვავილას შესახებ ხშირად დასმული შეკითხვებზე ვიდეო განმარტებას ავრცელებს.
„რისკის ქვეშ არიან ბავშვები და ორსულები, ვისაც არ აქვს ჩუტყვავილაზე ანტისხეულები. ჩუტყვავილას შესაძლო გართულებებია პნევმონია და ენცეფალიტი, ანუ ფილტვების და ტვინის ანთება, ამიტომ საყურადღებოა სიმპტომები“, - განაცხადა ბუწაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ხარება დღეს სიკეთის კეთებაში და ლოცვაში უნდა ვიყოთ“ - მიხეილ ცაგარელი