Digest Logo

🎥 „რა ლამაზი ოცნებები გქონდა, ჩემო ლამაზთვალება“ - გიორგი მირზაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

1685336939

რუსთავში მცხოვრები 25 წლის გიორგი მირზაშვილი 18 იანვარს გაუჩინარდა. მას ახლობლები, მეგობრები და პოლიცია ყველგან ეძებდა. საბოლოოდ, ოთხთვიანი ძიების კვალმა სამართალდამცველები სოფელ ველისციხეში მიიყვანა. ვენახების სიღრმეში ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში იპოვეს. გარდაცვლილის სხეული მთლიანად ქვებით იყო დაფარული.

სასტიკად მოკლულ 25 წლის გიორგი მირზაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან  და ემოციურ ვიდეოკადრებს ავრცელებენ.

ვერ ვიჯერებ.  გიო ჩემო ლამაზთვალება. კიდე არ მჯერა, შენ მიწას ვერ დაგაყრიდი, შენ ვერ წახვიდოდი ასე მალე ვიცი. რა ლამაზი ოცნებები გქონდა. შენ ხომ მეუბნებოდი შენს გვერდით ვიქნებიო, როცა დაგჭირდებიო. გიო როგორ წამართვეს შენი თავი, გიო როგორ მენანები, გული მეკუმშება. არ შემიძლია ამის დაჯერება. შენ ჩემს გულში სულ ცოცხალი იქნები. ისევ ჩემი ლამაზთვალება ბიჭი იქნები. სულ მემახსოვრები, შენი ღიმილი, ხმა ლაპარაკი, შენი ციმციმა თვალები, ჩემო თბილო. არ მინდა, არ დავიჯერებ, არ შემიძლია. ჩემო ლამაზთვალება ანგელოზო...“.

ამავე თემაზე:

25 წლის ახალგაზრდის დასახიჩრებული ცხედარი 4 თვის შემდეგ ჭაში იპოვნეს - რა შეტყობინება გაუგზავნეს მოკლული ბიჭის ემიგრაციაში მყოფ დედას ბრალდებულებმა - საქმის ახალი დეტალები