გადაცემის „გვიანი დილა“ სტუმრები ცოლ-ქმარი მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე და მარი ჩახვაძე იყვნენ, სადაც მათ ოჯახურ სიტუაციებზე საჯაროდ ისაუბრეს.
როგორც თავად ამბობენ, რთული წარმოსადგენია ამდენი წლის ოჯახის შენარჩუნება, თუმცა ამავდროულად მათთვის საამაყო ფაქტია.
„ისე მალე გაფრინდა წლები, იქიდან გამომდინარე, რომ ხვიჩა ძალიან დაკავებულია, შემიძლია ვთქვა, რომ 24 წლიდან 5 წელი თუ გვაქვს ერთად გატარებული საშუალო არითმეტიკულად, მაგრამ ნამდვილად საამაყოა ასეთი ოჯახი.
ძნელი დასაჯერებელია ახლა, რომ ვითვლით წლებს. დიასახლისის და მამასახლისის როლები არეულად გვაქვს. ვის რა გამოსდის უფრო კარგად იმას ვაკეთებთ.
მაგალითად, რემონტი რომ გვქონდა, მივხვდი, რომ ხვიჩას არ გამოსდიოდა და ჯობდა მე გამეკეთებინა. სამაგიეროდ, ძალიან კარგად გამოსდის სამზარეულოში ყოფნა და კერძების მომზადება“, - ამბობს მარი ჩახვაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕21-23 მაისის ამინდის პროგნოზი