Digest Logo

🎥 როგორ გაუმკლავდა ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წამოსულ კრიტიკას?- „ამაზე თურმე არ საუბრობენ საჯაროდ და ბევრი ქალია ამ პრობლემის წინაშე“

1707680677

მოდელმა, ნუკი კოშკელიშვილმა გასული წლის ნოემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და ბენი მეორე შვილის მოლოდინში იყვნენ. თუმცა მოგვიანებით კი ნუკიმ სამწუხარო ინფორმაცია დაწერა, რომ მას მუცელი მოეშალა. ამის შემდეგ ნუკი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა და მას აკრიტიკებდნენ მომხდარის გამო.

ნუკი მეუღლესთან ერთად ამჟამად საქართველოშია და საინტერესოა როგორ გაუმკლავდა იგი სოციალურ ქსელში წამოსულ კრიტიკას??

მოდელი და ინფლუენსერი გადაცემა „შუადღე“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

„მე ვარ ჯამბაზი, ანიმატორი. ვიყავი ორსულად, მომეშალა მუცელი და არ ვარ იმ ხასიათზე ვიღაცებს ვართობდე. მომწერეს, იმდენს დარბოდა აბა რა მოუვიდოდაო, გასუქდა, რას გავსო... მე, მაგალითად საქმე დამეხმარა. წამოვდექი ფეხზე და საკუთარ გამოცდილებაზე ვისაუბრე და არა, ტიკტოკები ჩავწერე ვიდეოები და ვიმაიმუნე. იმიტომ, რომ ამაზე თურმე არ საუბრობენ საჯაროდ და ბევრი ქალია ამ პრობლემის წინაშე“,- იხსენებს ნუკი.