ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმერეთში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმყოფებოდა. ამავე ვიზიტის პერიოდში, ელჩი „ქუთაისიპოსტს" ეწვია, სადაც მან საზოგადოებას განუმარტა, თუ რა უნდა იმოქმედონ ადამიანებმა, ვისაც ამერიკის ვიზის აღება სურთ.