Digest Logo

🎥 „სააკაშვილს სიმულაციური ქმედებები აქვს, აგრესიულია და შეურაცხყოფას აყენებს სამედიცინო პერსონალს“ - რა კადრებს ავრცელებს პენიტენციური სამსახური?

1671036341

სპეციალური პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ასაჯაროებს.

უწყების ცნობით, ექსპრეზიდენტი სამედიცინო პერსონალს შეურაცხყოფას აყენებს და აგრესიულად ეპყრობა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.

ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პირველი და უკანასკნელი საჯარო კადრები ნორა კვიციანის სამონაზვნო ცხოვრებიდან - მან გისოსებს მიღმა 6 წელი და 4 თვე გაატარა

🔵🎥 ბაბი კირკიტაძე და ნიკო ნანიტაშვილის დაისი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

🎥 რუსკა ქარქაშაძეს ფათერაკებით სავსე ცხოვრება - რას ჰყვება მსახიობი?