მომღერალი ლელა წურწუმია გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ცხოვრება მის ქმარს კახი მამულაშვილს, იგივე „მამულიჩას“ დაუკავშირა.
„ძალიან გამიმართლა, რომ მამულიჩა შემხვდა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს მე ამ მოცემულობით ვყოფილიყავი. თავიდანვე არ მომეწონა, მას ოჯახი ჰყავდა გაცნობის პერიოდში. ივლისის თვე იყო, როდესაც მითხრა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ კონცერტი და მე ვიქნები შენი პროდიუსერი“, - ამბობს ლელა წურწუმია.